ლუკა გუგეშაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს – საქართველოს ნაკრების მეკარემ „პანსერაიკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„პანსერაიკოსი“თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ნაკრების მეკარესთან, ლუკა გუგეშაშვილთან, რომელმაც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჩვენს გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2026 წლამდე დარჩება. ლუკა გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება“.

25 წლის გუგეშაშვილის ბოლო კლუბი აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღი“ იყო, სადაც 45 მატჩი ჩაატარა და 20-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. სამჯერ გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, ორჯერ – თასის მფლობელი.