საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა რიჩარდ კოკერილმა 34-კაციანი სია გამოაქვეყნა. ეს იმ 34 მორაგბის ჩამონათვალია, ვინც იაპონიასა და ავსტრალიაში ტესტ-მატჩებისთვის მოემზადება.

გაფართოებულ რაზმში სერიოზული სიახლეებია. კოკერილმა 6 ისეთ მორაგბეს უხმო, ვისაც ნაკრების ბორჯღალიანი კვართი არასდროს მოურგია. ესენი არიან ბურჯი ლუკა გოგინავა და ახალგაზრდების მთელი წყება – მეორეხაზელი გურამ ეფრემიძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, შუამარბი გიორგი შველიძე და გარემარბები შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ერთადერთია, ვინც ქართულ კლუბს ჩემპიონ „აიას“ წარმოადგენს. 12 კაცი „შავი ლომიდანაა“, დანარჩენი 21 კი პრო დ2-სა და ტოპ 14-ში თამაშობს.

რაც შეეხება მომავალ მატჩებს, 13 ივლისს 14 საათზე სენდაიში დაიწყება იაპონიისა და საქართველოს ნაკრებთა ჯახი, ხოლო 20-ში დილის 9 საათზე სიდნეიში ბორჯღალოსნები ავსტრალიელებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მორკინალები: გიორგი ახალაძე (კლერმონი, 6 მატჩი, 0 ქულა), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6, 0), ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 0, 0), ირაკლი აფციაური (ლიონი, 8, 0), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 5, 5), გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე, 0, 0).

კვაჭები: ვანო კარკაძე (მონპელიე, 13, 15), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 7, 0), ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე, 1, 0).

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (ნევერი, 21, 0), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 17, 5), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 13, 5), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 8, 10), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი, 0, 0).

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო, კაპიტანი, 46, 65), ბექა საღინაძე (ლიონი, 40, 15), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 36, 35), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 33, 35), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 13, 10), იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი, 0, 0).

9: ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 85, 78), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 35), მიხეილ ალანია (ორიაკი, 13, 10)

10: თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 53, 351), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 20, 126).

შუამარბები: გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 58, 40), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 37, 20), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 5, 0), გიორგი შველიძე (ბრივი, 0, 0).

გარემარბები და ფულბექები: ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 113, 95), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 41, 185), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 30, 63), შალვა აფციაური (შავი ლომი, 0, 0), ამირან შვანგირაძე (აია, 0, 0).