„ეკიპის” ცნობით „სენტ ეტიენი” „ბორდოსგან” საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევს ზურიკო დავითაშვილს ყიდულობს. გავლენიანი ფრანგული გაზეთი წერს, რომ საკითხი მოგვარებულია. „მწვანეები” ჟირონდისტებს 6 მილიონ ევროს გადაუხდიან და თუ ტრანსფერი გაამართლებს, ბონუსებსაც დაამატებენ.
ლიგა 1-ში ადგილის დაბევების შემდეგ „სენტ ეტიენი” შემადგენლობის გაძლიერებას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა მან „რეიმსის” ყოფილი კაპიტანი, 36 წლის იუნის აბდელჰამიდი დაიმატა. ვეტერანი გუნდს აუცილებლად შესძენს გამოცდილებას, ახლა კი ახალგაზრდული ენერგიით დამუხტვაა საჭირო.
დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრების სხვა მოთამაშეებთან ერთად ყურადღება ევრო 2024-ზე მიიპყრო, 2022 წლიდან ლიგა 2-ში, კერძოდ „ბორდოში” თამაშობდა. მან გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი ჩააწოდა. ის „სენტ ეტიენთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/09/2026 | 09:25ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
მთავარი ამბავი05/09/2026 | 07:37განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
