Rodri of Spain, Khvicha Kvaratskhelia of Georgia and Lamine Yamal of Spain battle for the ball during the UEFA EURO 2024 round of 16 match between...ნეაპოლური საიტები წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანშია და „აძურის” წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციის პირველწყარო გახლავთ „სქაი იტალიას” ჟურნელისტი ჯანლუკა დი მარციო, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.

„კვარაცხელიას აგენტი მილანში ჩამოვიდა, რათა „ნაპოლის” მხარესთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გამართოს. განხილვის თემა კონტრაქტის განახლება და ზოგადად ფეხბურთელის მომავალი იქნება”, — თქვა დი მარციომ და დასძინა, რომ მისი აზრით მხარეებს სურთ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ შეთანხმებას.

შეხვედრისას მკაფიოდ გამოჩნდება თუ რას აპირებს ქართველი გარემარბი „ნაპოლისთან” დაკავშირებით. კონტრაქტის განახლება ერთია, მაგრამ არის მომავალთან დაკავშირებული უფრო ზოგადი და ალბათ პრინციპული საკითხი — ხომ შესაძლებელია, ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმო, გამოსასყიდი თანხა დაუნიშნო, მაზანდა აწიო და ისე გაყიდო.

როგორც ცნობილია „ნაპოლის” კვარაცხელიას დატოვება უნდა. ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფეხბურთელს თავისი პროექტის საკვანძო ნაწილად განიხილავს და ყველა ღონეს იხმარს, რათა „პარტენოპეელბმა” ის არ გაჰყიდონ.