ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ „ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მეოთხედფინალამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო „ორთაბრძოლების მომგები” ან თუ გნებავთ „ბურთის წამრთმევი” ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია სპორტული სტატისტიკის კომპანია Sofascore-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ქოჩორამ ოთხ შეხვედრაში 31-ჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი.

მეორე ადგილზე არის ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი (29), მესამეზე კი გერმანელი ვარსკვლავი ტონი კროოსი (28).

ქოჩორაშვილმა თურქეთთან შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა და ძელს გაარტყა ბურთი.

Giorgi Kochorashvili of Georgia is challenged by Fabian Ruiz of Spain during the UEFA EURO 2024 round of 16 match between Spain and Georgia at...