საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს პარიზის ოლიპიური თამაშების საგზურის მოპოვებლად ფილიპინელების 19 ქულით დამარცხება სჭირდებოდა.

ერთი შეხედვით ეს რთული შესაძლებელი იყო, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას ყველაფერი შესაძლებელი გახდა… საოცარი დასაწყისი გვქონდა – ხუთ წუთში გაკეთებული დიდი საქმე – 16:0, მაგრამ ნახევარ წუთში ზედიზედ ექვსი ქულა მივიღეთ. პერიოდი კი, 28:17 მოვიგეთ და შანსი დავიტოვეთ.

მეორე პერიოდის დაწყებიდან 2 წუთი და 36 წამი იყო გასული, როდესაც ტაბლოზე ჩვენთვის სასურველი ანგარიში ენთო – 40:20. თუმცა, ისევ ავურიეთ და ზედიზედ 11 ქულა მივიღეთ, მერე სხვაობა საერთოდ 6 ქულამდე დავიდა, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ მაინც გამოვსწორდით და დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი უპირატესობით გავედით – 55:43.

შესვენების შემდეგ კატასტროფულად ვითამაშეთ და მესამე პერიოდის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ანგარიში სულაც თანაბარი იყო და ბოლო მეოთხედის წინაც თანაფარდობა დაფიქსირდა – 74:74. ბოლო პერიოდში კი გავიბრძოლეთ, მაგრამ მხოლოდ მოგებას გამოვრჩით – 96:94 და ოლიმპიადაზე ფიქრს რიგაში დავემშვიდობეთ…

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება