ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა კრის უოდლმა თქვა, რომ ბრიტანეთის საფეხბურთო საზოგადოება ყოველთვის ეძებს მიზეზებს ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად. მისი აზრით, კილიან მბაპეს ახლაც რომ ეთამაშა პრემიერლიგაში, ის კრიტიკის დიდ ულუფას მიიღებდა.
„ჩვენ (ინგლისელები) ყოველთვის ვეძებთ ცუდ მხარეებს, ნეგატიურ ასპექტებს მოთამაშეებში. იმის ნაცვლად, რომ შევხედოთ მათ ძლიერ მხარეებს. ვამბობთ: „ის კარგია დრიბლინგში და პასიებში, მაგრამ ეს ყველას აქვს, თავით თამაში კი მან არ იცის, სუსტია ართმევაში, ნელა დარბის.
მგონია, მბაპეს ინგლისში რომ ითამაშა, იტყვიან: „უქნარაა. ის შესანიშნავია, როცა ბურთს იღებს, მაგრამ საშინელებაა ბურთის გარეშე.” და ეს ინგლისია, ჩვენ ყოველთვის ასე ვიყავით. საფრანგეთში კი მოთამაშეებს იღებენ და პატივს სცემენ. შესაძლოა ოდესმე ინგლისშიც ასე იყოს. მაგრამ არ ვიცი, ვიცოცხლებ თუ არა მანამდე“, – ციტირებს უოდლის სიტყვებს GFFN.