შეიძლება იყოს 10 ადამიანი, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულებასაქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2-7 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს.

პარიზის თამაშების ერთი საგზურისთვის რიგაში ექვსი ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. A ჯგუფში საქართველო, ლატვია და ფილიპინები მოხვდნენ, B ჯგუფში კი ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი.

ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ნახევარფინალსა და ფინალში გაარკვევენ ვინ ითამასებს პარიზის ოლიმპიადაზე, რომელიც 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართბა.

ქართველი კალათბურთელები პირველ თამაშს 2 ივლისს, მასპინძელ ლატვიასთან გამართავენ, 4-ში ფილიპინებს დაუპირისპირდებიან.

6 და 7 ივლისს კი ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ტურნირისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასხელა.

  1. რატი ანდრონიკაშვილი
  2. სანდრო მამუკელაშვილი
  3. კახა ჯინჭარაძე
  4. დუდა სანაძე
  5. გიორგი კორსანტია
  6. ალესანდრე ფევაძე
  7. თორნიკე შენგელია (კაპ)
  8. ლუკა მაზიაშვილი
  9. ჯო ტომასონი
  10. გოგა ბითაძე
  11. გიორგი ოჩხიკიძე
  12. ილია ლონდარიძე
წილი
წინა სტატიაბელინგემი: ვინ თუ არა მე?!
შემდეგი სტატიაბელინგემის უნიკალური მიღწევა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...