საქართველოს კალათბურთის ქალთა ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა - Crystalsport27-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელ ქალთა ეროვნული გუნდი საერთაშორისო ასპარეზზეა. ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ნაკრები კვლავ შეიქმნა და მონაწილეობა ევროპის რანგით ყველაზე დაბალ ტურნირში – პატარა ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში მიიღო.

ტურნირში მონაწილეობას იღებდა ევროპის რვა ქვეყნის ნაკრები – კოსოვო, საქართველო, კვიპროსი, მალტა (ა ჯგუფი), სომხეთი, ნორვეგია, ანდორა, ალბანეთი (ბ ჯგუფი). საქართველომ ყველა მატჩში წააგო: ჩვენი პირველი მეტოქე კვიპროსი გახლდათ, რომელსაც ქართველებმა პირველი ნახევარი 5 ქულით – 39:34 მოუგეს. მესამე პერიოდმა კვიპროსელთა დიდი უპირატესობით და 35:8 იმარჯვა, ხოლო მეოთხეში ლიდერობა კიდევ 10 ქულით გაიმყარა და საბოლოოდ 89:57 მოიგო.

მეორე ტურში საქართველოს მეტოქე მალტა გახლდათ. ქართველებმა დასაწყისში ისევ იძალეს. ჭეიშვილის გუნდმა პირველი პერიოდი 23:14 მოიგო, მაგრამ ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და უკვე მეორე პერიოდში ჩამორჩა. ყველა მომდევნო მეოთხედი მალტელებმა მოიგეს. საბოლოოდ – 68:88 წავაგეთ. ჯგუფური ეტაპის, ბოლო, მესამე მატჩი ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვოს წინააღმდეგ გამართა. მასპინძლებმა, რომლებიც ადგილობრივ კედლებში თამაშობდნენ და გამოცდილი კალათბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი თამაში იოლად, 92:58 გაიმარჯვეს. ჩემპიონატის სტრუქტური თანახმად ნაკრები ასპარეზობა მე-5 მე-8 ადგილებისთვის გააგრძელა, მაგრამ ჯერ სომხეთთან (წააგო 58:81), შემდეგ კი ანდორასთან (49:80) და ტურნირი ბოლო ადგილით დაასრულა.

წილი
წინა სტატიაიამალმა რონალდუ გაიმეორა
შემდეგი სტატიავინ გამოდგა სულელი?
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.