ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთმა საქართველოს 4:1 მოუგო. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ჟურნალისტებს თავიანთი შთაბეჭდილება გაუზიარეს. მათგან ყველაზე ნაკლებად დიპლომატიური და გულწრფელი შემდეგი გახლდათ.

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი): „შედეგის თავლსაზრისით გავწბილდით და არა იმიტომ, რომ მეტოქემ ხიფათი შეგვიქმნა – თუმც ვიცით, რომ საქართველოს ჩინებულად შეუძლია კონტრშეტევა – არამედ იმიტომ, რომ საკუთარ კარში თავად შევაგდეთ, მეტოქისთვის კი 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავარტყით იმ მოწინააღმდეგის კარში (სულ კარის მიმართულებით 36-ჯერ დაარტყა ესპანეთმა, 4-ჯერ საქართველომ; აქედან კარში:13:0), რომელიც თავს კარგად იცავდა.

ვილი სანიოლი (საქართველო): „ძნელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემი აზრით ესპანელების პირველი გოლი თამაშგარედან გავიდა, მორატა იფსაიდში იდგა. VAR ფეხბურთისთვის შესანისნავი შენამატია, ოღონდ ჩვენ მას კარგად ვერ ვიყენებთ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხალხი, რომელთაც წინ ათი მონიტორი უდგათ, მაგრამ საერთო მოსაზრება არ აქვთ. იქნებ დროა ასე ქცევა დავასრულოთ და თავიდან გავიაზროთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია”.