ევრო 2024-ის მერვედშფინალურ მატჩში ინგლისის ეროვნულმა გუნდმა  სლოვაკეთისას დამატებით დროში 2:1 მოუგო (1:1 – ძირითადი დრო).

მატჩის ძირითად დროში ინგლისელებისგან გოლი ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. მან თავი 90+5-ე წუთზე გამოიჩინა, რის წყალობითაც თამაში დამატებით დროში გადავიდა. გოლის მომენტში ტაბლოზე დაფიქსირდა დრო 94:34. ამრიგად, ბელინგემი გახდა ინგლისის ნაკრების ყველაზე გვიანი გოლის ავტორი დიდ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი/ევრო), დამატებითი დროის გამოკლებით.

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ინგლისი შვეიცარიას დაუპირისპირდება.

Jude Bellingham keeps England alive and silences critics with miracle goal  at Euro 2024 - The Japan Times