Head coach Luciano Spalletti of Italy shakes hands with his player Gianluca Scamacca at the end of the UEFA Euro 2024 round of 16 football match...იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიასთან 0:2 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

„თამაშის ასეთი დასასრული მისი დასაწყისით შეიძლება ავხსნათ. მეტოქემ ტემპით გვაჯობა, როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური სისწრაფით. როდესაც ასე ნელა თამაშობ, სხვა ყველაფერზე ძნელია ლაპარაკი. წინა მატჩის შემდეგ გითხარით, რომ სავარაუდოდ ფეხბურთელებს ხეირიანად დასვენების საშუალება არ მივეცი და დაღლილები იყვნენ-მეთქი, მაგრამ ახლა ასე აღარ იყო.

სქემაში ხომ არ იყო პრობლემა?

როდესაც გარკვეულ დონეზე დაბლა ეშვები, სქემებს აზრი აღარ აქვს. ამ გავარდნამ გვაჩვენა, რომ არის რიგი საკითხები, რომელთაც ძირეული შეცვლა სჭირდება. ჩვენ თამაშის ხარისხის მიღმა მეტი სისწრაფე გვჭირდება.

როგორ შეაჯამებდით ევრო-თავგადასავალს მთლიანად?

როგორც შეჯიბრებას, რომელშიც უკეთ შეგვეძლო გამოსვლა. განსაკუთრებით ესპანეთთან და შვეიცარიასთან, როდესაც აშკარად მეტს ველოდით. თუკი კარგად მოთამაშე გუნდებს ხვდები, შენც კარგად უნდა ითამაშო, თორემ ძალიან გაგიჭირდება.

რატომ ვერ ვთამაშობდით სხვა გუნდებივით სწრაფად და ბურთს იოლად რატომ ვკარგავდით?

როდესაც ბურთს დაიბრუნებ, 2-3 პასში თუ არ გაიტანე სამშვიდობოს, მერე მდგომარეობა რთულდება. მე ვხედავ პერსპექტივას, მაგრამ ამას დრო სჭირდება და კიდევ ფეხბურთელებში იმ თვისებების პოვნა, რომლებიც მათ ახლა აკლიათ. ჩვენ ინდივიდუალურ დონეზე მოვისაკლისეთ რაღაც.

შედეგისთვის პასუხისმგებლობა მე მეკისრება. გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი. მე ველაპარაკებოდი ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას და ის როგორც დიდი პიროვნება მუდამ გვერდში მედგა. საბოლოოდ, ადამიანი თავის გადაწყვეტილებებზე და შედეგზე თავად არის პასუხისმგებელი.

ეს იყო ის, რასაც შეგვიძლია იტალიური ფეხბურთი დავარქვათ?

არ ვიცი. ცოტა თავიც უნდა დავიცვა, თორემ ისე ძნელია. მე დრო არ მეყო. თითქმის ყველას ჰქონდა 20 შეხვედრა ერთმანეთის გასაცნობად და დასატესტად. მეტი თამაშისა და მუშაობის საშუალება რომ მქონოდა, ძალიან დამეხმარებოდა. თუმცა, პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, ჩემზეა.