საკალათბურთო გუნდი „ქუთაისი 2010“ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ეცდება. რამდენად გამოუვა ეს ყველაფერი კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს, ამას საკვალიფიკაციო ეტაპი გვიჩვენებს, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი მეოთხედფინალიდან იწყებს. პირველ მეტოქედ კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრამ ქუთაისელებს მეტოქედ სლოვაკეთის „ლევიცე” არგუნა.მატჩს 15 სექტემბერს საქართველო უმასპინძლებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში რიონისპირელების მეტოქე ნახევარფინალში ესტონური „კალევი“ იქნება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ფინალში გამარჯვებული იასპარეზებს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში კი იმერული კლუბი ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
ზედიზედ მეორედ ხდება, რომ ქართული კლუბი ევროთასზე ითამაშებს. გასულ წელს ეს თსუ-მ შეძლო. სტუდენტები პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბენფიკასთან“ დამარცხდნენ, შემდეგ ფიბა-ევროპის თასზე ჯგუფში გადაინაცვლეს, სადაც ექვსი მატჩიდან ერთი მოიგეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
