გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა ნიკლას ფულკრუგმა ევრო 2024 ჯგუფური ეტაპის შვეიცარიასთან (1:1) მე-3 ტურის მატჩის შედეგზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა შვეიცარიელებს გოლი 90+2-ე წუთზე გაუტანა.

„ეს არის შესანიშნავი მომენტი ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. ეს არ იყო ფლეი-ოფის თამაში. როგორც წესი, ადვილი მოწინააღმდეგეები არ არსებობენ. მაგრამ თუ გინდა გახდე ევროპის ჩემპიონი, უნდა დაამარცხო მართლა ძლიერები. დანიას, სლოვენიას და სერბეთს ყოველთვის შეუძლიათ საკუთარ თავს გადაახტნენ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უკვე ვაჩვენეთ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ტურნირზე.

ჩემი გოლი ბოლო წუთებში? ეს იყო მომენტი, რომელიც დაგვეხმარება ტურნირზე, გუნდში არსებულ ატმოსფეროში და ქვეყანაში არსებულ ეიფორიაში. ძალიან კარგი გრძნობა იყო და მიხარია, რომ გუნდურად შევძელით ამ სიხარულის განცდა“, – განაცხადა გერმანელმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ.

სამი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებმა შვიდი ქულა დააგროვა და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე შვეიცარიაა. მურატ იაკინის გუნდმა ხუთი ქულა მოაგროვა. უნგრეთის ნაკრები სამი ქულით მესამე ადგილზეა. ერთქულიანი შოტლანდია კი ტურნირს გამოეთიშა.

წილი
წინა სტატიავარგა
შემდეგი სტატიააბსოლუტური არაფერი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...