იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ „ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა:

„რაფა მარინის შეძენის საკითხი კვლავაც აქტუალურია, სამაგიეროდ ყოვნდება ალესანდრო ბონჯორნოს „ტორინოდან” გადაბირება. ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არაფერი გაირკვევა. ასევეა ყველა იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ვინც ევრო 2024-ში მონაწილეობს”, — თქვა პედულამ.

„აძურისთან” დაკავშირებით მან აგრეთვე დასძინა: „რაც შეეხება ბელგიელი ცენტრთავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ამბავს, მე ასე ვიტყოდი: თუ ანტონიო კონტე დაიჟინებს, „ნაპოლი” მას შეიძენს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეტაპზე „ნაპოლის” ბაზარი დაკეტილია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოსთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ამ მხრივ სტაგნაციაა. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა კვარაცხელიას და დი ლორენცოს ამბავი უნდა გაირკვეს”.