იტალიაში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად მომავალ საკლუბო სეზონზე მსჯელობენ. „სქაი სპორტის” სტუდიაში მიწვეული ჰყავდათ ჟურნალისტი სტეფანო დი გრანდისი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან” შესაძლო წასვლის შესახებ ჰკითხეს. დი გრანდისმა უპასუხა:
„100 მილიონი, თუ იცი როგორ გამოიყენო, წარმოუდგენლად დიდი კაპიტალია. ყველაფერი რიცხვებზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე ყველა ფეხბურთელი ხელშეუხებელი არ არის. დღეს კვარა საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავია. თუკი მასში პსჟ 100 მილიონ ევროს იხდის და ფეხბურთელსაც უფრო მეტ ხელფასს უნიშნავს, მაშინ „ნაპოლი” მისი შენარჩუნებით თავს იმ მდგომარეობაში იგდებს, რომ მანაც უნდა გაუზარდოს ხელფასი”.