Giorgi Kochorashvili of Georgia controls the ball during the UEFA EURO 2024 group stage match between Turkiye and Georgia at Football Stadium...საქართველომ ევროპის ჩემპიონატი დაიწყო როგორც შესაძლო აღმოჩენამ. მისი ამაღელვებელი შეხვედრა თურქეთთან პირველი ტურის ერთ-ერთ ყველაზე კარგ მატჩად არის მიჩნეული. იმ დღეს ისეთი რამ ვნახეთ, რამაც იმედი ნამდვილად არ გაგვიცრუა — არც მთლიანდ შეხვედრამ და არც სანიოლის გუნდმა კერძოდ. წინასწარ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ყურადღების ცენტრში „ნაპოლის” მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია და „ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყვნენ, მაგრამ კაცი, რომელმაც მაგიდას მუშტი დაჰკრა და თავისი გუნდის MVP გახდა „ლევანტეს” ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გამოდგა.

თურქეთმა შეხვედრა მეტოქის მოედანზე დომინირებით და საქართველოს დათრგუნვით დაიწყო. ერთადერთი კაცი, რომელიც ხვდებოდა, თუ რას სჭირდებოდა მის გუნდს იყო ქოჩორაშვილი, რომლის გულშიც ლიდერი იჯდა. 0:1-მა სანიოლის ნაკრებს განწყობა გააუარესა, ხოლო მეორე გოლმა, რომელიც შემდგომში გააუქმეს, თითქოს ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება გამოაცხადა, მაგრამ სწორედ აქ გამოიჩინა თავი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა. „ქოჩომ” ბურთი მიიღო, აჩვენა თითქოს უკან აწვდიდა პასს, შემდეგ მარჯვნივ სივრცე გამონახა და ბოლოს მიქაუტაძეს დაუგორა — 1:1. საგოლე დარტყმა ტორტზე შემოსმული მარწყვივით იყო, მაგრამ მთავარი სანახაობა კომბინაციის პირველი ნაწილი გახლდათ.

ისე არ ჩამოგვართვათ, თითქოს ფეხბურთელებს ერთმანეთს ვადარებდეთ, მაგრამ თამაშზე ზეგავლენის თვალსაზრისითა და თავისი გუნდისთვის მნიშვნელობით ქოჩორაშვილი პირველ ტურში ჰგავდა გერმანელ კროოსს, ესპანელ ფაბიანს და შვეიცარიელ ჯაკას, რომელიც უნგრეთთან შეხვედრაში ასევე თავისი ნაკრების მთავარი გმირი იყო.

ნათქვამის ფაქტებით განმტკიცება შეგვიძლია: ქართველმა ნახევარმცველმა 67 პასიდან 61 სწორად ჩააწოდა (91% სიზუსტე). შვიდიდან შვიდივე გრძელი პასი სწორი  იყო (100%), ჰქონდა ერთი დასრულებული შეტევა, მინდორზე ათიდან შვიდი მოგებული დუელი და ერთხელაც ძელს გაარტყა ბურთი.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა ოცდაორში აქვს. ეს იქნება ნამდვილი ფინალი, რომელიც ქოჩორაშვილმა კვლავ უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს. საქართველომ ჩეხეთთან უნდა მოიგოს და თუ „ლევანტეს” ნახევარმცველის თამაშს კვარაცხელიას შედარებით სრულყოფილი ვერსიაც დაემატება, საქართველოს შეუძლია სამი ქულა მოპიოვოს. სანიოლისთვის ასეთი „ქოჩოს” ხელში ყველაფერი უფრო იოლია.

პაბლო ლეივა, superdeporte