გერმანიის ნაკრებისა და „დორტმუნდის“ ფორვარდმა ნიკლას ფულკრუგმა გულშემატკივარს კაი ფლატმანს შემთხვევით ხელი მოტეხა, იუწყება NRD.

შემთხვევა პარასკევს, 14 ივნისს, შოტლანდიელებთან ევრო 2024-ის გახსნის მატჩის წინ გერმანიის ნაკრების მოთელვის დროს მოხდა.

„ჰიმნი ვიმღერე საკაცეზე წოლისას. არ ვიცი ვიცინო, თუ ვიტირო. ახლა უნდა დავთმო ჩემი ოცნება, დავსწრებოდი გახსნის მატჩს. კიდევ როდის მოიტეხავ მკლავს ასე სულელურად“, – ციტირებს NRD ფლეტმანის სიტყვებს.

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივარს ოპერაცია არ დასჭირდა. კომპენსაციის სახით კი, გერმანიის საფეხბურთო კავშირი მას ფულკრუგის  მაისურას დაჰპირდა.

გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში უნგრეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი ოფის საგზური გაინაღდა.