Khvicha Kvaratskhelia of Georgia , Abdulkerim Bardakci of Turkey during the EURO match between Turkey v Georgia at the Signal Iduna Park on June 18,...calciomercato წერს, რომ ამ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია არ აპირებს ილაპარაკოს თავის მომავალზე, დარჩება „ნაპოლიში” თუ სადმე წავა. „ამას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავწყვეტ”, — თქვა 2001 წელს დაბადებულმა თავდამსხმელმა ევროზე სადებიუტო მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 1:3 წააგო. იტალიური გვერდი წერს, რომ ქართველთა მოგზაურობა გერმანიაში ჯერ მხოლოდ იწყება. გუნდი ჩეხეთთან და პორტუგალიასთან დარჩენილ შეხვედრებში შეეცდება საჭირო რაოდენობის ქულები დააგროვოს და მერვედფინალში გავიდეს.

ნეაპოლში კი კვარაცხელიას მომავალი აქტიური განხილვის საგანია. ისინი ატრიალებენ გარემარბის აგენტის მამუკა ჯუღელის სიტყვებს: „მას წასვლა უნდა. „ნაპოლიში” დარჩენაზე უარესი არაფერია”. ეს გახლავთ ციტატა calciomercato-დან. საიტი აგრეთვე წერს, რომ აგენტის ამ ნათქვამს კლუბმა პასუხი გასცა, კერძოდ კი აურელიო დე ლაურენტისის სტილში განაცხადა, რომ კვარაცხელიას სამწლიან კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი და გაუშვებს თუ არა სადმე, ამას თავად გადაწყვეტს. იწერება იმის შესახებაც, რომ „ნაპოლის” დირექტორატმა სავარაუდოდ განაახლა მოლაპარაკებები და კვარას სიტყვები, რომ მომავალს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვეტს, ამასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

„იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მეტი შეგვეძლო, მეტს ვიმსახურებდით. გუნდმა კარგად ითამაშა. ყველამ ყველაფერი ვიღონეთ. ახლა მხოლოდ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. ჩემს მომავალს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავწყვეტ. ახლა კი ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მინდა ყველაფერი ჩემი ეროვნული გუნდისთვის გავიღო. 100 პროცენტით ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული”, — თქვა კვარაცხელიან „სქაი სპორტთან” ინტერვიუში თურქეთთან დამარცხების შემდეგ.