„ნაპოლიმ” საჭიროდ ჩათვალა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტისა და მამისთვის ოფიციალური განცხადებით ეპასუხა. სერია A-ს მეათე კლუბმა, რომელიც ჩემპიონ „ინტერს” 41 ქულით ჩამორჩა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში კი არა, ევროპის ლიგასა და კონფერენციის ლიგაშიც ვერ ითამაშებს დაწერა:
„კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელისა და მისი მამის ბადრის პასუხად „ნაპოლი” აცხადებს, რომ ფეხბურთელს კლუბთან კიდევ სამი წლით აქვს კონტრაქტი და ბაზარზე არ არის გაყვანილი. აგენტები და მამები „ნაპოლის” ფეხბურთელების მომავალს არ წყვეტენ, ეს „ნაპოლის” საქმეა”.
გარემარბის აგენტმა და მამამ ქართულ მედიასთან ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ილაპარაკეს. ითქვა, რომ სასურველია ხვიჩამ „ნაპოლი” დატოვოს და გადავიდეს კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოვა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/09/2026 | 09:25ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
მთავარი ამბავი05/09/2026 | 07:37განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
