64 წლის ფრანჩესკო რომანო ფეხბურთელობისას ნახევარმცველი იყო. 1986-89 წლები მან „ნაპოლიში” გაატარა — 65 შეხვედრა ჩაატარა. „აძურის” გარდა თამაშობდა „მილანში”, „ტორინოში” და სხვა ნაკრებად ცნობილ გუნდებში. იტალიის ნაკრებთან ერთად იყო ევროპის 1988 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ მოედანზე ფეხი არ შეუდგამს და კარიერა ისე დაამთავრა, რომ ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების გრაფაში ნული უწერია.

ფრანჩესკო რომანომ CalcioNapoli24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე შეკითხვას გასცა პასუხი. ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო:

— კვარასა და ოსიმენს შორის რომელი უნდა შეინარჩუნოს „ნაპოლიმ”?

— ჩემი აზრით, დღევანდელ სატრანსფერო ბაზარში თუკი კონკრეტული ხელსაყრელი წინადადება იქნება, ორივეს გაყიდვა შეიძლება. რასაკვირველია, მათი წასვლის შემდეგ დატოვებული სიცარიელე კლუბმა სხვა ფეხბურთელებით უნდა ამოავსოს. თუმცა, ვიმეორებ, ეს მხოლოდ გარკვეულ პირობებში უნდა მოხდეს, — უპასუხა რომანომ.

Victor Osimhen of SSC Napoli and Khvicha Kvaratskhelia during the warm up prior to the Champions League Group C football match between SSC Napoli and...