„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოანლაპორტამ განმარტა, თუ რატომ გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩავი ერნანდესი.

„მან გუნდი ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა, მოიგო ესპანეთის ისტორიული ჩემპიონობა და სუპერთასი. დატოვა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც მომავალში ბევრ ტიტულს მოიგებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან ახალი იმპულსი იყო საჭირო. ღირებული და პასუხისმგებლიანი მწვრთნელი ავირჩიეთ“, – თქვა ლაპორტამ.

„ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი გახდა. მანამდე ის მიუნხენის „ბაიერნის“ დამრიგებლად 2019-2021 წლებში მუშაობდა. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით გერმანულმა კლუბმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, გერმანიის თასი და ორჯერ გერმანიის ჩემპიონატი. იყო ასე გერმანიის ნაკრების თავკაცი.

ჩავი და ლაპორტა ერთმანეთს ლა ლიგის დასრულების შემდეგ შეხვდებიან »  Barçamania.Ge