მიუნხენის „ბაიერნი“ და „ლევერკუზენი“ გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველის ჯონათან ტას ტრანსფერზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„ბაიერნმა“ „ლევერკუზენს“ ტაში დაახლოებით 18 მილიონი ევრო შესთავაზა, ფარმაცევტები კი ბევრად მეტს – 40 მილიონს ითხოვენ. სავარაუდოდ მეორე შეთავაზება მიუნხენელთა მხრიდან ბონუსების გარეშე დაახლოებით 25 მილიონი ევრო იქნება. თუ „ლევერკუზენი“ უარს იტყვის, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ შეიძლება უარი თქვას მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტამ „ბაიერნთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ასევე ფეხბურთელსა და პოტენციურ ახალ კლუბს შორის სრული შეთანხმება მიღწეულია.
28 წლის ჯონათან ტა „ლევერკუზენს“ „ჰამბურგიდან“ 2015 წელს შეუერთდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 353 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელებშიც 14 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტას ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება „ფარმაცევტებთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.