Giovanni Di Lorenzo of Italy in action during a Italy training session at Centro Tecnico Federale di Coverciano on June 08, 2024 in Florence, Italy.„ნაპოლის” კაპიტნისთვის ჯოვანი დი ლორენცოსთვის მნიშვნელოვანი დღეები დგას, წერს spazionapoli და ადასტურებს, რომ მარჯვენა მცველმა კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი თავგადასავალი „დიეგო მარადონაზე” დასრულებულია და ამიერიდან ახალ გუნდში აპირებს თამაშს. ეს ახალი გუნდი კი „იუვენტუსია”.

ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცო ტურინულ კლუბს უკვე ელაპარაკა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან „იუვეს” სპორტული დირექტორი კრისტიან ჯიუნტოლი ადრე „ნაპოლიში” მუშაობდა და „აძურის” კაპიტანთან კარგი ურთიერთობა აქვს. „იუვენტუსის” გარდა დი ლორენცოს შეძენა სხვა კლუბებსაც უნდათ, მაგრამ უპირატესობა „ბებერი ქალბატონისაა”.

იტალიელი ჟურნალისტი მიქელე კრიშიტიელო თავის X პლატფორმაზე წერს: „გასულ პარასკევს დი ლორენცოს ანტონიო კონტემ პირადად დაურეკა და უთხრა, რომ „ახალ მოგზაურობაში” მასთან ერთად აპირებს გამგზავრებას, ამიტომ ის „ნაპოლიში” უნდა დარჩეს. „ისინი შენ გუნდიდან ვერ გაგიშვებენ, რადგან ეს რომ გააკეთონ ჩემზე მოუწევთ გადაბიჯება”, — უთხრა ფეხბურთელს ახალმა მწვრთნელმა, მაგრამ დი ლორენცომ მას მშრალად უპასუხა: „მე „იუვენტუსში” უნდა გადავიდე და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მოვახსენე”.

მოლაპარაკებები „ნაპოლისა” და „იუვენტუსს” შორის იოლი არ იქნება. „პარტენოპეელთა” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დი ლორენცოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მოითხოვს. transfermarkt-ის დათვლით დი ლორენცოს ობიექტური ღირებულება 15 მილიონი ევროა.