უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ჩემპიონატისთის საქართველოს ნაკრების საბოლოო განაცხადი გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, მომავალ ჩემპიონატზე ვინ რა ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

  1. გიორგი ლორია
  2. ოთარ კაკაბაძე
  3. ლაშა დვალი
  4. გურამ კაშია
  5. სოლომონ კვერკველია
  6. გიორგი ქოჩორაშვილი
  7. ხვიჩა კვარაცხელია
  8. ბუდუ ზივზივაძე
  9. ზურიკო დავითაშვილი
  10. გიორგი ჩაკვეტაძე
  11. გიორგი ქვილითაია
  12. ლუკა გუგეშაშვილი
  13. გიორგი გოჩოლეიშვილი
  14. ლუკა ლოჩოშვილი
  15. გიორგი გველესიანი
  16. ნიკა კვეკვესკირი
  17. ოთარ კიტეიშვილი
  18. სანდრო ალთუნაშვილი
  19. ლევან შენგელია
  20. ანზორ მექვაბიშვილი
  21. გიორგი წიტაიშვილი
  22. გიორგი მიქაუტაძე
  23. საბა ლობჟანიძე
  24. ჯიმი ტაბიძე
  25. გიორგი მამარდაშვილი
  26. გაბრიელ სიგუა

მოკლედ, ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა და პოდგორიცაში გადაინაცვლა, სადაც 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მონტენეგროს ეროვნულ გუნდთნ. ეს ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების გენერალური რეპეტიცია იქნება, ამის შემდეგ, 18 ივნისს, „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ჩვენები გერმანიას პირდაპირ პოდგორიცადან მიაშურებენ და დიუსელდორფთან ახლოს, პატარა ქალაქ ფელბერტში დაბანაკდებიან… ძნელი სათქმელია რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველო პოდგორიცაში, თუმც ერთი უკვე ცნობილია – მოედანზე იქნება გიორგი გველესიანი, ვინც ნაკრებში დებიუტს მოიწყობს და ვინ იცის, ემანდ მწვრთნელს ისე მოაწონოს თავი, ოფიციალურ მატჩებში პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ. მოკლედ, ვნახოთ, ვილი სანიოლი სავარაუდოდ მეტად შერეულ შემადგენლობას დააყენებს…

„შესანიშნავი შეკრების ორგანიზება მოახერხა. გვქონდა შესაძლებლობა გვევარჯიშა ისე, როგორც  გვსურდა. მონტენეგროსთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა. გვინდა, რომ ამ თამაშმა მეტი თავდაჯერება მოგვცეს. თუმცა, ვიცით, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში ამ ეტაპზე არ არიან.

შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო. საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ ტურნირზე. ვერ შევძლებდი შეკრებაზე 30 ფეხბურთელის წაყვანას და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე 4 მოთამაშისთვის ოცნების წართმევას. მართალია, კვირკველიას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ის ინდივიდუალურად ემზადება და ტურნირისთვის მზად იქნება. გიორგი გველესიანი ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა, ჯერ არ უთამაშია, თუმცა მონტენეგროში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა,” – თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩვენების თავკაცმა.

ჩვენს კოლეგებს შეხვდა მასპინძელთა მწვრთნელი, წარსულში მაგარი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკი. მორიგე ფრაზების გარდა პროსინეჩკიმ ჩვენები ასე შეაფასა:

„სასიამოვნოა, რომ პოდგორიცაში კარგად ორგანიზებულ გუნდთან ვითამაშებთ, იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მხარში დაგვიდგება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ. რთულ თამაშს ველი. საქართველო კარგად ორგანიზებული გუნდია. ვუყურე ბოლო ოთხ მატჩს. გამოვარჩევ საბერძნეთთან შეხვედრას, საქართველომ ალალად მოიგო. ვილი სანიოლმა შესანიშნავად იმუშავა, გუნდში კარგი ატმოსფერო აქვთ, იციან, რა უნდათ. საქართველოს ნაკრები ისეთი არ არის, როგორიც იყო. კვარაცხელიაც ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი მატჩი იქნება“.

დაგვეთანხმებით, სასიამოვნოა მეტოქის მწვრთნელისგან ასეთი შეფასება. დღევანდელი მატჩი 22.45 სათზე დაიწყება.