მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ახალ გუნდში სათამაშო ნომერი შეარჩია.  ფეხბურთელი მადრიდში მეცხრე ნომრით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მბაპეს არ მოუთხოვია მომავალი სეზონისთვის მისთვის ათი ნომრის მინიჭება. ის პატივს სცემს ნახევარმცველს და კლუბის ლეგენდას ლუკა მოდრიჩს, რომელმაც კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის გაახანგრძლივა.

2024 წლის 3 ივნისს მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კილიან მბაპეს გადაბირების შესახებ. ფეხბურთელს ახლა უკვე სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

კილიან მბაპე 9 ნომრიან მაისურს მოირგებს » HALAMADRID.GE - "რეალის"  გულშემატკივრები