გერმანიაში, ნაკრების გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, რის შედეგადაც დაასახელეს, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს დააკლდებიან.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სიაში პირველი ადგილი „დორტმუნდის“ მცველმა მატს ჰუმელსმა დაიკავა, რომელმაც ხმების 56,6% მიიღო. მეორე იყო ბაიერნის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა (34,1%), ხოლო მესამე – ასევე დორტმუნდის მოთამაშე იულიან ბრანდტი (26,7%).
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მერვედფინალში გავა.