გარემარბი ფედერიკო კიეზა არ შედის „იუვენტუსის“ ახალი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში.
ტურინულმა კლუბმა შესაძლოა 26 წლის იტალიელის გაყიდვა განიხილოს. კიეზას სამსახურით „რომა“ დაინტერესდა, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ კიდევ შეუძლია „იუვენტუსის“ საწვრთნელ შეკრებაზე წავიდეს და ახალი მწვრთნელის დარწმუნება სცადოს.
გასულ სეზონში კიეზამ 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი „იუვენტუსში“ „ფიერენტინა“ 2022 წლის ივლისში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 44,6 მილიონი ევრო შეადგინა.