კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე „დილას“ ლიდერობით დასრულდა. გორელებმა კვირას მე-14 დაუმარცხებელი მატჩი ითამაშეს („კოლხეთთან“ – 1:1) და 4 ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „ტორპედოს“ (შეგახსენებთ, რომ პირველი წრე „იბერიამ“ მოიგო).

ამჯერად გორელებმა შინ უმაყურებლოდ ითამაშეს. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა („დინამოსთან“ მატჩში „დილას“ გულშემატკივარის მიერ მოედნის მიმართულებით ნასროლი საგანი მატჩის მომსახურე არბიტრს მოხვდა), მათ ორი შეხვედრის მაყურებლის გარეშე თამაში და 2 800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საკუთრივ მატჩიც დაძაბული გამოდგა. გუნდებმა 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს მატჩი. გორელები 89-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ უპირატსობა ვერ შეინარჩუნეს.

ამასობაში „ტორპედომ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, თანაც არ დამარცხებულა ბოლო 13 შეხვედრაში. მათმა ნორვეგიელმა შემტევმა ბიორნ იონსენმა სეზონის მე-11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.

„ბათუმი“ სამტრედიაში 0:2 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა. სხვათა შორის, ბათუმელებმა ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლო ერთი მოიგეს.

„იბერიამ“ ზედიზედ მესამედ წააგო. თანაც ბოლო ექვსიდან 5 შეხვედრაში დამარცხდა… კრიზისი აშკარაა.

„დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ახლა ეროვნულ ლიგაში ორთვიანი შესვენება გამოცხადდება. მესამე წრე 3 აგვისტოს დაიწყება.

სამტრედია 2:2 ბათუმი

0:1 მამუჩაშვილი (33), 0:2 ხარაბაძე(53), 1:2 ბარიოსი (61), 2:2 ოვუსუ (79)

იბერია 1:2 სამგურალი

0:1 ფანცულაია (26), 1:1 ნონიკაშვილი (51), 1:2 ჩიხლაძე (65)

დინამო 2:0 გაგრა

1:0 საიმონი (48), 2:0 სალია (90+5)

ტორპედო 1:0 თელავი

1:0 იონსენი (6  პენ)

 დილა 1:1 კოლხეთი

1:0 კონტე (12), 1:1 ახალაძე (89)

გაძევება: დათუაშვილი (52) – კოლხეთი; ეტოუ (88) – დილა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა18116128:1039
ტორპედო18105332:1935
იბერია 199918102633:2932
ბათუმი1894524:2031
დინამო1857616:1922
კოლხეთი1848626:2920
სამგურალი1854923:2619
გაგრა18611118:2319
თელავი1845913:1916
სამტრედია1818913:329

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 11, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 9, შოთა ნონიკაშვილი (იბერია) – 8, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 7, გიორგი ფანცულაია (სამგურალი) – 6