საქართველოს ფრენბურთის ქალთა ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე  იასპარეზებს | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"ევროპის ვერცხლის ლიგაში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა საშინაო არენაზე ლუქსემბურგი 3:0 დაამარცხა და 10-გუნდიან ჯგუფში მეხუთე ადგილზეა.

ლუქსემბურგთან მატჩი ცუდად დავიწყეთ: პირველ სეტში ორჯერ ჩამოვრჩით ექვსი ბურთით, ბოლოს სტუმრებს სეტ-პოინტიც ჰქონდათ, მაგრამ ეს ამოცანაც გადავჭერით და სეტი 26:24 მოვიგეთ. მეორე სეტში ლუქსემბურგი წინ მხოლოდ დასაწყისში გავიდა, შემდეგ უპირატესობას ჩვენი გოგონები ფლობდნენ, იყო მომენტი 10 ბურთითაც ვიგებდით, მაგრამ ბოლოს 25:18 ვიმარჯვეთ. ცუდად დავიწყეთ მესამე სეტიც და ხუთი ბურთით ჩამოვრჩით – 3:8. თუმცა ზედიზედ შვიდი ქულა ავიღეთ და ამის შემდეგ მეტოქის დამარცხება არ გაგვჭირვებია – 25:15.

ვერცხლის ლიგაში ეს საქართველოს ნაკრების მესამე მოგება იყო – ვაჯობეთ ფარერებს (3:0), ლუქსემბურგს (3:0), ხოლო ბოსნიასთან (3:0 ტექნიკური მოგება ჩაგვეთვალა.

გვაქვს ორი მარცხიც – ლატვიასთან (0:3) და მონტენეგროსთან (1:3).

ჯგუფს 5 მოგებით უნგრეთი ლიდერობს; 4-4 მოგება აქვთ პორტუგალიასა და მონტენეგროს; ჩვენსავით 3 მოგებით ფინეთი მეოთხეზეა, მაგრამ მეტი არც უთამაშია. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 ივნისს, თბილისში გამართავს, მეტოქედ კი ისლანდია ეყოლება.

წილი
წინა სტატიაპლუს ექვსი ავსტრიაში…
შემდეგი სტატიადორტმუნდში შეკრებისა და გართობის ადგილი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...