ქართველი გულშემატკივრებისთვის თამაშის დღეს შეკრების ადგილი გამოყოფილია Westpark-ში!

დიდი, ლამაზი პარკი, სადაც შევძლებთ ერთმანეთის ნახვას, თამაშამდე დროის გაყვანას და განწყობის შექმნას!

ტევადობა 10-17 000 ადამიანი.

რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 15 წუთი ტრანსპორტით.

ახლომდებარე მეტროს სადგურები: „Mollerbrucke” და “Unionstrasse”.

პარკში შეიძენთ საკვებსაც და ალკოჰოლსაც. იქნება მუსიკა.

შეკრება დაიწყება 11:00 საათიდან.

15:00 საათზე კი დაიწყება ფანების მსვლელობა სტადიონისკენ ლინდემანშტრასეს ქუჩით (1.8 კმ, დაახლოებით 20-30 წუთი). სასურველია სტადიონთან ვიყოთ თამაშამდე 2 საათით ადრე, რომ არ მოხდეს შეფერხება ბილეთების შემოწმებისას.

ყველას გელით Westpark-ში 11:00-დან! შევიქმნათ გამარჯვების განწყობა!

 

სად გავერთოთ?

 

ფანზონა- მდებარეობს Friedensplatz-ზე. ტევადობა 6 200 ადამიანი. მოედნის შუაში განთავსებული იქნება კუბის ფორმის დიდი ეკრანები, სადაც ტურნირის განმავლობაში ყოველდღე ყველა მატჩის ლაივის ხილვას შეძლებთ. არის დასადგომი და დასაჯდომი ადგილებიც. ფანზონაში იქნება ევრო 2024-ის პარტნიორი ორგანიზაციების კუთხეები. იქნება საკვები სივრცეები და ბარები. შესვლა უფასოა, მაგრამ შხეიძლება ისეც მოხდეს, რომ დაცვის სამსახურმა უარი გითხრათ შეშვებაზე. ეს იმ დროს მოხდება, თუ მოედანზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი იქნება და სიმჭიდროვის გამო ორგანიზატორები ჭყლეტვის თავიდან ასაცილებლად დროებით შეაჩერებენ ხალხის შეშვებას ფანზონაში.

საჯარო ყურება- მდებარეობს westfalenpark-ში. ტევადობა 25 000 ადამიანი. 13:00 საათიდან შეძლებთ მისვლას. 144 კვადრატული მეტრის ზომის ეკრანზე ლაივში შეძლებთ უყუროთ ჯგუფურ ეტაპზე უიქენდის ყველა მატჩს, გერმანიის ნაკრების მატჩებს, დორტმუნდში გამართულ ყველა მატჩს და ფინალს. ასევე, გახსნის და დახურვის ცერემონიებს. ამის გარდა, გაიმართება 2 უფასო კონცერტი ადგილობრივი ვარსკვლავების მონაწილეობით. ტერიტორიაზე იქნება საკვები სივრცეები და ბარები, სადაც ალკოჰოლის შეძენას შეძლებთ.