Giovanni Di Lorenzo of Italy arrives before the training session at Centro Tecnico Federale di Coverciano on November 13, 2023 in Florence, Italy.ნეაპოლში ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს ეხება. ფეხბურთელის აგენტი მარიო ჯიუფრედი რამდენჯერმე წარდგა მედიის წინაშე და განაცხადა, რომ „აძურის” შემადგენლობაში მარჯვენა მცველის კარიერა დასრულებულია. დი ლორენცო გრძნობს, რომ „ნაპოლიში” აღარ ენდობიან და მიდისო.

„მე გეკითხებით: რატომ შეცვალეს „ლეჩესთან” შეხვედრის დამთავრებამდე სამი წითით ადრე ფეხბურთელი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ შეუცვლიათ? საეჭვოდ ხომ არ დაემთხვა ეს ამბავი „კორიერე დელო სპორტში” გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ეწერა, რომ დი ლორენცოს „ნაპოლიდან” წასვლა უნდა? კალცონამ ამ ცვლილებით ვინმეს თამაში ხომ არ ითამაშა?”, — თქვა ჯიუფრედიმ.

აგენტის განცხადებაზე კლუბის პასუხმა არ დააგვიანა. ეს გახლდათ დე ლაურენტისის ტიპიური პოზიცია: „ბოლო დღეებში ბატონი ჯიუფრედი ავრცელებს განცხადებას, თითქოს ჯოვანი დი ლორენცო კლუბს ტოვებს. ამასთან დაკავშირებით „ნაპოლი” გამოთქვამს გაოცებას და ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გარემოებას, რომ დი ლორენცოს მასთან აქვს ხელშეკრულება, რომელიც კიდევ 4 სეზონით თანამშრომლობას ითვალისწინებს და ის არ შედის იმ ფეხბურთელთა ჯგუფში, რომლის გაყიდვასაც კლუბი აპირებს. ამდენად დი ლორენცოს შესაძლო ტრანსფერი გამორიცხულია”.