With youანტონიო კონტე რომ „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი გახდება ამას წყალი არ გაუვაო, წერს იტალიური მას-მედია. მოგეხსენებათ, „პარტენოპეელთა” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ოჯახთან ერთად დასასვენებლად კუნძულ იბიცაზე წავიდა და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცის დაქირავების საქმე იქიდან მოაგვარა. სკუდეტოს სამგზის მფლობელი „ნაპოლი” იტალიელ სპეციალისტს სამწლიან თანამშრომლობასა და ბონუსებიანად წელიწადში ათ მილიონ ევროზე შეუთანხმდა.

„ნაპოლი” უკვე კონტეს წარდგინებაზე ფიქრობს. კლუბში განიხილავდნენ პრეზენტაციის სხვადასხვა ვარიანტს, რომელთა შორის, თითქოს, ყველაზე მეტად ღონისძიების სან კარლოს თეატრში მოწყობა მოეწონათ. თუმცა, ეს ფორმალობაა. მთავარი ის არის, რომ ახალმა მწვრთნელმა გუნდის შენებაზე ფიქრი დაიწყო და როგორც ჟურნალისტი კარლო ვენერატო წერს, „აძურის” დირექტორატს გამოუცხადა, რომ მისთვის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფიგურები არიან.