Olympiacos: Night became day in Piraeus, over 100,000 fans broke down the walls for the Conference League winners„ოლიმპიაკოსი” მეცხრე ცაზეა. მან კონფერენციის თასის ფინალში „ფიორენტინას” 1:0 მოუგო და გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი აღმართა.

დამთავრდა თუ არა შეხვედრა პირეოსში დიდი სახალხო ზეიმი დაიწყო.

ხალხი გმირების შესახვედრად ქუჩებში გამოვიდა. ფიესტა ანდრეა სინგრუს გამზირზე დაიწყო. „ოლიმპიაკოსის” ღია ავტობუსი პორტისკენ დაიძრა. დიდი თავშეყრა კი პირეოსის მუნიციპალურ თეტრთან დილის 5 საათზე გაიმართა.

საყოველთაო ზეიმის დროს თვით გუნდის ესპანელმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა დაარღვია თავისი პირქუში წესი და გულშემატკივრებთან ერთად იმღერა.

„გიჟური ოცნება ახლა რეალობაა. ჩვენი „ოლიმპიაკოსისთვის”, ჩვენი პირეოსისთვის, ჩვენი საბერძნეთისთვის. მინდა ეს ღამე ამ ზღვა ხალხისთვის, ფეხბურთელებისთვის, ჩვენი დიდი მწვრთნელისთვის განსაკუთრებული სიხარულის ღამედ იქცეს. გილოცავთ ყველას ვინც მოგვეცით ძალა რომ ოცნება სინამდვილედ გვექცია. გაუმარჯოს „ოლიმპიაკოსს”! გაუმარჯოს საბერძნეთს!”, — თქვა კლუბის მეპატრონემ, მედია-მაგნატმა და პირეოსის ქალაქის საბჭოს წევრმა ვანგელის (ევანგელიოს) მარინაკისმა.