„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-17 ტურში  გორის „დილამ“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა უშუალო მდევარ „ტორპედოს“ 6 ქულით უსწრებს.

გორელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბათუმთან“ (2:0), თანაც სტუმრად. დუბლი მიითვალა „დილას“ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა. ეს ტაირელის მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში.

ბათუმში, გორის დილამ ტაირელ ვაუტერის ორი უპასუხო გოლით მოიგო

ამგვარად, „დილა“ არ დამარხებულა ზედიზედ 14 მატჩში. ბათუმელებს კი ერთგვარი კრიზისი აქვთ. ანდრი დემჩენკოს გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

„ტორპედომ“ იმერულ დერბიში სტუმრად „სამგურალი“ 3:1 დაამარცხა და მეორე ადგილზე აინაცვლა. ეს ქუთაისელთა მიჯრით მეოთხე გამარჯვება გახლდათ. სტივ კინის შეგირდები 12 ტურია აღარ დამარცხებულან.

„კოლხეთი“ „დინამოს“ 90+2 წუთამდე უგებდა, მაგრამ გიორგი მოისწრაფიშვილის გოლით „დინამომ“ მაინც შეძლო გათანაბრება. შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ აღარ გაუმარჯვია ბოლო 4 შეხვედრაში.

„თელავმა“ და „სამტრედიამ“ ერთმანეთს ვერ გაუტანეს.

ტურის მთავარი ამბავი კი „დავით პეტრიაშვილზე“ მოხდა, სადაც „გაგრამ“ „იბერიას“ 4:0 მოუგო… დუბლი მიითვალა ექს-გარეჯელმა გიორგი ხარებაშვილმა.

ბიჭებმა საოცრად ითამაშესო, – თქვა შემდეგ გაგრელთა დამრიგებელმა, გიორგი ონიანმა.

„იბერიამ“ კი ბოლო 5 მატჩიდან 4  წააგო, თანაც ორი დიდი ანგარიშით.

 კოლხეთი 2:2 დინამო

0:1 სანტისი (3), 1;1 ხარებავა (20), 2:1 გიორგი მელქაძე (65), 2:2 მოისწრაფიშვილი (90+2)

ბათუმი 0:2 დილა

0:1, 0:2 ვაუტერი (71, 78)

სამგურალი 1:3  ტორპედო

0:1 გიგაური (54), 0:2 იონსენი (61), 1:2 ფანცულაია (77 პენ), 1:3 ნინკოვიჩი (83)

გაგრა 4:0 იბერია

1:0 ხარებაშვილი (5), 2:0 ჯანგიძე (14), 3:0 ვაწაძე (21), 4:0 ხარებაშვილი (45+3)

თელავი 0:0 სამტრედია

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199936236774:4675
ტორპედო36217858:4070
დილა361911658:3068
ბათუმი3615101142:4155
სამგურალი3611111451:4944
კოლხეთი369141348:5841
დინამო369121533:4439
გაგრა361152036:5338
თელავი368101832:4334
სამტრედია365121933:6127

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 10, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 9, გიორგი კოხრეიძე, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – იბერია) – 7