Image
მარიო ჯიუფრედი

„ნაპოლისა” და ჯოვანი დი ლორენცოს შორის ყველაფერი დამთავრდა, — ასეთი სათაური ეწერა TV Play-ზე ფეხბურთელის აგენტის მარიო ჯიუფრედის ინტერვიუს. ჯიუფრედიმ თავისი კლიენტის შესახებ ღიად ილაპარაკა.

„დი ლორენცო ისევე როგორ მისი ყველა თანაგუნდელი კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას ესაუბრა. მათ გასულ და მომავალ სეზონებზე ილაპარაკეს. დი ლორენცომ დირექტორს პირდაპირ უთხრა, რომ კლუბისგან ნდობის შემცირებას გრძნობს. ამაზე მანამ კაპიტანს თავისი პირადი პატივისცემა დაუდასტურა, მაგრამ ისიც უთხრა, რომ პრეზიდენტი დე ლაურენტისი შეთავაზების შემთხვევაში მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის”.

— როგორი რეაქცია ჰქონდა დი ლორენცოს?

„ერთხელაც დარწმუნდა, რომ კლუბის მხრიდან ნდობის შემცირება სიმართლეა. მას მერე რაც პრეზიდენტის პოზიცია გაიგო, დი ლორენცომ მანას უთხრა, რომ მას ასეთ პირობებში „ნაპოლის” დატოვება ურჩევნია. ის ვერ იქნება კაპიანი იქ, სადაც მასზე გული აიცრუეს”.

— რომელიმე კლუბმა გამოთქვა უკვე დი ლორენცოს შეძენის ინტერესი?

„დღევანდლამდე დი ლორენცოს წასვლაზე არც გვიფიქრია. შარშან „ნაპოლისთან” კონტრაქტი იმიტომ გავაფორმეთ, რომ კარიერის ბოლომდე აქ დავრჩენილიყავით. ეს ჯოვანის სურვილი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და შედეგად რამდენიმე კლუბისგან უკვე მივიღეთ შეთავაზება”.

— ნუთუ არ შეიძლება ანტონიო კონტეს მოსვლამ ვითარება შეცვალოს?

„ჩვენ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მივიღეთ, რაც გვითხრეს. ახლა ყველაზე სწორი ამ თავის დასრულებაა. „ნაპოლის” სამკურნალოდ ანტონიო კონტე ერთადერთი წამალია. როგორც ნეაპოლელს და „ნაპოლის” გულშემატკივარს კონტეს მწვრთნელად დანიშვნა ძალიან გამახარებს. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ის წარმატების სინონიმია. კონტეს ზურგის ქარს ვუსურვებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს გზას დავადგებით. აუცილებლად მოვძებნით ახალ პროექტს, სადაც დი ლორენცოს ენდობიან”.

— და ბოლოს, რას ფიქრობთ დე ლაურენტისის სიტყვებზე აგენტების შესახებ?

„პრეზიდენტმა კონკრეტულად უნდა დაასახელოს იმ აგენტების გვარები და სახელები, რომლებიც მას აშანტაჟებენ. ასე განზოგადება არ შეიძლება. ბევრი აგენტი სერიოზულად, ეთიკის ნორმების სრული დაცვით მუშაობს. დე ლაურენტისმა კარგად იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს ხალხი კლუბის დასახმარებლად მზად არის”.