მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის 38-ე ტურის „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ (0:0), ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის „დორტმუნდთან“ შემადგენლობის არჩევის შესახებ ისაუბრა.

„მოსაფიქრებლად ერთი კვირა მაქვს, არის გარკვეული ეჭვები. პარასკევამდე ყველაფერს გავარკვევთ. ფინალის მომენტით ტკბობას ვაპირებთ. ამისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და შაბათის მატჩის მოგებას ვეცდებით. მომწონს დებატები, რომელიც დაიწყო და შაბათამდე გაგრძელდება. ძალიან მომწონს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორელიენ ჩუამენი აუცილებლად გამოტოვებს ფინალურ მატჩს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ (2:1) მიღებული ტრავმის მიზეზით.

Ancelotti confirma desfalque de Tchouaméni na final da Champions :: ogol.com.br