გიორგი მამარდაშვილმა დიდებული სეზონი დაასრულა, მაგრამ დაასრულა თუ არა მან კარიერის ვალენსიური პერიოდი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „ღამურებმა” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშეს და ლა ლიგის საბოლოო ცხრილში წინა სეზონზე შვიდი ადგილით მაღალი მე-9 პოზიცია დაიკავეს. შარშან ამ დროს „ვალენსია” ბოლო ტურში გადაურჩა გავარდნას, ასე რომ ერთი წლის წინანდელთან შედარებით რუბენ ბარახას გუნდს პროგრესი აქვს, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის კითხვა სხვანაირად ისმის: არის კი ეს მიღწევა საკმარისი საქართველოს ნაკრების მეკარისთვის?
„სელტასთან” „ვალენსია” ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ორივეჯერ გაქვითა და მე-13 ადგილზე გავიდა. მასპინძლებმა პირველი გოლი პენალტით შეაგდეს: იაგო ასპასის დარტყმულს მამარდაშვილი მისწვდა და ხელიც გაკრა, მაგრამ ძლიერად დარტყმული ბურთი მაინც შევარდა კარში. დანარჩენს ქვემოთ, ვიდეომიმოხილვაში ნახავთ.