კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „დილამ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ამით უშუალო მდევარმა „იბერიამ“ ვერ ისარგებლა და სულაც შინ წააგო „კოლხეთთან“ (0:2).
მართალია „კოლხეთი“ ზოგადად სახელიანი კლუბია, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე ჩვენს თვალწინ საკმაოდ კარგი გუნდი ყალიბდება. მათმა ახალმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი ამ თანამდებობაზე პირველად გაიმარჯვა. ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ კი ხუთწუთიან მონაკვეთში დუბლი მიითვალა.
„იბერიამ“ ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა წააგო. ლიდერ გორელებს კი 13-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ.
ბოლო წლების ტიტულის მთავარი მაძიებლების შეხვედრა „ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა (2:1). თბილისის „დინამო“ კი მიმდინარე სეზონში შინ პირველად დამარცხდა. სხვათა შორის, ზღვისპირელებმა ბოლო 4 შეხვედრაში პირველად გაიმრჯვეს, კვლავ მესამე ადგილზე დგანან და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩებიან.
„ტორპედომ“ შინ დრამატულ მატჩში დაამარცხა კერკეტი „გაგრა“ (2:1). თუმცა ანგარიში სტუმრებმა პირველივე წუთზე გახსნეს. მათმა კაპიტანმა მათე ვაწაძემ დაწყებიდან 28-ე წამზე გაიტანა, რაც სეზონის ყველაზე სწრაფი გოლია. მათემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეაგდო.
ქუთაისელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ეს შეხვედრის ბოლოსკენ დაუფასდათ კიდეც. ლეგიონერები გამოირჩნენ. 86-ე წუთზე ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა გაათანაბრა, 90+5-ზე კი ბიორნ იონსენმა გამარჯვებისა გაიტანა. ეს ნორვეგიელის მე-9 გოლი გახლდათ სეზონში და ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. თანაც ეს მე-200 გოლი აღმოჩნდა მიმდინარე ჩემპიონატში.
იძაბება ვითარება ცხრილის ქვედა ნახევარში. „თელავმა“ უშუალო კონკურენტი „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა და ამით 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ახლა „სამგურალს,“ „თელავს“ და „გაგრას“ 16-16 ქულა მოუგროვდათ და მე-7-9 ადგილებს იყოფენ.
გიორგი ჯიქიას ფოტოები
სამტრედია 0:0 დილა
იბერია 0:2 კოლხეთი
0:1, 0:2 მელქაძე (18, 23 პენ)
დინამო 1:2 ბათუმი
1:0 გორდეზიანი (39), 1:1 ღუდუშაური (46), 1:2 მარა (53)
გაძევება: მაისურაძე (90+4) – დინამო
თელავი 2:1 სამგურალი
1:0 მორჩილაძე (28), ცნობილაძე (32), 2:1 კალანდარიშვილი (78)
ტორპედო 2:1 გაგრა
0:1 ვაწაძე(1), 1:1 პირესი (86), 2:1 იონსენი (90+5)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
იბერია 1999 | 33 | 22 | 4 | 7 | 70:43 | 70 |
ტორპედო | 33 | 19 | 7 | 7 | 54:38 | 64 |
დილა | 33 | 17 | 11 | 5 | 54:28 | 62 |
ბათუმი | 33 | 13 | 10 | 10 | 39:38 | 49 |
სამგურალი | 33 | 10 | 9 | 14 | 48:47 | 39 |
დინამო | 33 | 9 | 12 | 12 | 32:38 | 39 |
გაგრა | 33 | 10 | 5 | 18 | 34:49 | 35 |
კოლხეთი | 33 | 7 | 13 | 13 | 42:56 | 34 |
თელავი | 33 | 7 | 9 | 17 | 27:40 | 30 |
სამტრედია | 33 | 5 | 12 | 16 | 31:54 | 27 |
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 9, გიორგი კოხრეიძე, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – იბერია), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 7