Piotr Zielinski and Giovanni Di Lorenzo of SSC Napoli show their disappointment after the Serie A TIM match between SSC Napoli and Atalanta BC at...„ნაპოლის” ჩაფლავებული სეზონის დასრულებამდე ერთი თამაშიღა რჩება. ახლა უკვე სასაცილოა იმ მიზნების გახსენება, რომლებსაც „პარტენოპეელები” სეზონის წინ ისახავდნენ. არადა, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელად ფრანგი რუდი გარსია დანიშნა, ჩაატარა კრება, რომელზეც ჩემპიონთა ლიგაში ბოლომდე გასვლაზე ილაპარაკა. შემდეგ რა მოხდა, ყველამ კარგად იცის.

Tele A-ზე გადაცემა Tifosi Napoletani-ში „ნაპოლის” თავგადაკლულმა გულშემატკივარმა, სამი დეკადის განმავლობაში დაჯგუფება „კომანდო ულტრა კურვა B”-ს ლიდერმა, მოგვიანებით გაჟურნალისტებულმა ჯენარო მონტუორიმ გარსიას პერიოდზე ილაპარაკა და საინტერესო რამ  თქვა:

„ფრანგს ჯოვანი დი ლორენცოს როლის დაკნინება და მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა უნდოდა. მან ჩამოსვლისთანავე მოახერხა ბიჭების დაპირისპირება. იცით, ვინ უნდოდა გარსიას კაპიტნად? პიოტრ ჟელინსკი, რომელიც დიდი პროფესიონალია და დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოყენებას არ იმსახურებდა”.