Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli celebrates with team mate Victor Osimhen, after scoring the goal of 1-0 during the Serie A football match between...ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი დიდი სიურპრიზებისთვის ემზადება. ახლა, როდესაც საკლუბო სეზონი ფაქტობრივად დასრულდა, სულ მეტად და მეტად აქტიურდება მოთამაშეების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ჭორი თუ მართალი. ბევრი ევროპული კლუბი გაძლიერებას აპირებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი „პარი სენ ჟერმენია”. ხოლო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომლის შეძენაც ბობოლებს სურთ, არის ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევრო უწერია. ნიგერიელისადმი ინტერესი ხსენებულმა პსჟ-მ და „ჩელსიმ” გამოხატეს.

და აი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელებს „ნაპოლისგან” ოსიმენთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაც გაუვლიათ გულში. როგორც მავანმა გავლენიანმა მაუწყებელმა თქვა, „პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მზად არის ქართველში 100 მილიონი გაიღოს და ჯამში „აძურის” პატრონს აურელიო დე ლაურენტისს 200 მილიონი ევრო გადაუხადოს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დე ლაურენტისმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება.