„ნაპოლის” მომავალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კასტელ ვოლტურნოში ჩავიდა და „აძურის” საწვრთნელ ცენტრში დილის 10 საათიდან საღამოს 19 საათსა და 20 წუთამდე ანუ 9 საათზე მეტი დაჰყო. „იუვენტუსში” ნამუშევარ მენეჯერს ნეაპოლში წინ დიდი ამოცანა ელოდება, კოშმარული სეზონის შემდეგ წინა სეზონის ჩემპიონი ფერფლიდან უნდა აღადგინოს.

პირველ დღეს მანას ორი საქმიანი შეხვედრა ჰქონდა, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მარჯვენა ხელ ანდრეა კიაველისა და მეკარე ალექს მერეტის აგენტ ფედერიკო პასტორელოსთან. მერეტის კონტრაქტს 2025 წელს გაუდის ვადა.