მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს.
24 წლის ფრანგი „ბაიერნთან“ ტურნირის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მიღებული ტრავმის მოშუშებას ვერ ასწრებს. ჩუამენიმ ყველაფერი გააკეთა მკურნალობის დასაჩქარებლად, მაგრამ ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა.
ჩუამენი გააგრძელებს მკურნალობას, რათა ევრო 2024-ზე თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეს. ის უკვე გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში. ამ სეზონში ორელიენმა 38 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი“ „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 1 ივნისს ლონდონში გაიმართება.