Domilson Cordeiro Dos Santos Dodo of ACF Fiorentina is controlling the ball during the Italian Serie A football match between ACF Fiorentina and SSC...ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ჯერ კიდევ შეუძლია ევროპულ თასზე, კერძოდ კონფერენციის ლიგაზე გასვლა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბოლო ტურის წინ მე-10 ადგილზე მყოფი „აძური” საბოლოოდ მე-9 ადგილზე გავა და… სხვა დამთხვევებიც მოხდება.

Sky Calcio Club-ში გამოსვლისას მდგომარეობა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯორჯო მარკეტიმ განმარტა.

„თუ „ატალანტა” ევროლიგას მოიგებს და სერია A-ს ცხრილში დღევანდელ პოზიციას (მე-5 ადგილს) შეინარჩუნებს, მაშინ იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაში ექვსი გუნდი გავა.

რაც შეეხება სერია A-ს მე-9 გუნდის კონფერენციის ლიგაში გასვლას, ვითარება ასთია: თუ „ფიორენტინა” კონფერენციის ლიგის თასს მოიგებს და ცხრილში მე-8 პოზიციასაც შეინარჩუნებს, იმავდროულად კი „ატალანტა” ევროლიგაში გაიმარჯვებსმ მაშინ მომავალ სეზონში კონფერენციის ლიგაში სერია A-ს მეცხრე ადგილიც მიიღებს მონაწილეობას”, — თქვა მარკეტიმ.

სადღეისოდ მე-9 ადგილზე „ტორინოა”, რომელსაც 53 ქულა აქვს. მას მოსდევს „ნაპოლი” 52 ქულით. ბოლო ტურში „ტორინო” ბერგამოში „ატალანტასთან” თამაშობს, ხოლო „ნაპოლი” უმოტივაციო „ლეჩეს” მასპინძლობს.

კონფერენციის ლიგის ფინალში 29 მაისს „ფიორენტინა” „ოლიმპიაკოსს” ხვდება, ხოლო ევროლიგის ფინალი 22 მაისსაა და „ატალანტა” „ლევერკუზენს” ეთამაშება.