რამდენიმე დღეში მკითხველის სამსჯავროზე მორიგი საფეხბურთო წიგნი გამოვა. „ჯვაროსნები“ – ასე ჰქვია ჩვენი კოლეგის, ფრიდონ კერვალიშვილის ნაშრომს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა (283) მატჩის ოქმი, მათ საფუძველზე შექმნილი არაერთი სტატისტიკური ცხრილი, რომლებშიც სპორტის ამ სახეობის მოყვარული თუ სპეციალისტი მისთვის საინტერესო უამრავ მონაცემს იპოვის. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, წიგნი დიდი ფოტოშემოქმედის, ჩვენი ნეტარხსენებული კოლეგის ბადრი კეთილაძის უნიკალური ნამუშევრებითაა დასურათებული.
აღნიშნული სერიის გამოცემის იდეა ნაკრების პირველი მატჩის ჩატარებიდან (1990 წლის 27 მაისი) 20 წლისთავზე განხორციელდა, როცა ეროვნული ნაკრების სტატისტიკის წიგნი „20 წლის შემდეგ“ გამოვიდა. მას შემდეგ კიდევ 2 გამოცემა იყო (2012 და 2021 წლებში), რომლებმაც ციკლს სათაურად საბოლოოდ დაუმკვიდრეს საფეხბურთო ნაკრების მეტსახელი „ჯვაროსნები“. №4-ში პირველი მცდელობაა, როცა ტექსტური ნაწილის ქართული ვერსია, ინგლისურადაც დაიბეჭდა. დავაკონკრეტებთ, ყდის ქართული მხრიდან წიგნის 180-გრადუსიანი ამოტრიალებით, მისი ინგლისური ვერსიის გაცნობას შეუდგებით.
იკითხეთ „ბიბლუსის“, „ლიბრას“ და „სანტა ესპერანსას“ წიგნის მაღაზიებში. დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ: 555 305 708