ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა 9 გოლი გაუტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. „შტურმმა“ ავსტრიის თასი მოიპოვა და ახლოს არის დუბლის შესრულებასთან – ბოლო ტურში გრაცელები საკუთრ მოედანზე „კლაგენფურტს“ მასპინძლობენ და წარმატების შემთხვევაში ავსტრიის ჩემპიონები გახდებიან.

„კლაგენფურტთან“ შეხვედრა შაბთს, 18 მაისს 19:00 საათზე დაიწყება, კიტეიშვილი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.