„ბაიერნის“ ზოგიერთი ფეხბურთელი კვლავ იმედოვნებს, რომ მწვრთნელი თომას ტუხელი მომავალ სეზონში გუნდში დარჩება.
ამბობენ, რომ ამ მოთამაშეებს შორის არიან მანუელ ნოიერი და თომას მიულერი. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ კლუბის ხელმძღვანელობა ტუხელის შენარჩუნებაში. მისი თანაშემწეები, განსაკუთრებით ინგლისელი ენტონი ბარი, ძალიან პოპულარულია მოთამაშეებში.
„ბაიერნმა“ უკვე გამოაცხადა, რომ ტუხელი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემცვლელი ჰანს-დიტერ ფლიკი გახდება. მაგრამ მასთან მოლაპარაკებებს ჯერ შედეგი არ მოჰყოლია.
ასევე განიხილება რობერტო დე ძერბისა და ერიკ ტენ ჰეგის კანდიდატურებიც. თუმც სხვა მწვრთნელებთან რამდენიმე წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, „ბაიერნი“ უკვე განიხილავს ტუხელის დარჩენის ვარიანტს.
მანამდე რალფ რანგნიკმა, ჩაბი ალონსომ და იულიან ნაგელსმანმა უარი თქვეს გუნდის ხელმძღვანელობაზე.