ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის გადადებული მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ, სტუმრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ამ გამარჯვებამ პეპ გვარდიოლას გუნდი კვლავ გაალიდერა. პრემიერლიგის 37 მატჩის შემდეგ მანჩესტერ სიტიმ 88 ქულა მოაგროვა და მეთოფეებს ორი ქულით გაუსწრო.
ამრიგად, „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ მეოთხედ შეიძლება გახდეს ოქროს მედლების მფლობელი. აქამდე ინგლისის ჩემპიონატის 135-წლიან ისტორიაში ზედიზედ ოთხი სეზონის მოგება ვერავინ მოახერხა.
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტი“ შინ „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდება, „არსენალი“ კი „ევერტონს“ უმასპინძლებს.