კვირას გერმანული ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩში „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგი“ 2:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატში 500 მატჩის ნიშნულს მიაღწია. ნოიერმა ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 2006 წელს „შალკეში“ ჩაატარა.

ის მეოთხე მეკარეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია ული შტაინის (512), აიკე იმელის (534) და ოლივერ კანის (557) შემდეგ. მიმდინარე სეზონში 38 წლის მეკარემ 31 მატჩი ჩაატარა და 10-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.

თომას ტუხელის გუნდმა 33 მატჩში 72 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

Wenn alles normal läuft": Bayern-Keeper Neuer wieder im DFB-Tor? |  sportschau.de