ვლადიმერ გამყრელიძემ ოლიმპიადის საგზური მოიპოვასტამბოლში დასრულდა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.

86 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, გამყრელიძემ სამი მეტოქე დაამარცხა და ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა. ჯერ შვეიცარიელ სტეფან რაიხმუტს სძლია 9:1, შემდეგ სამოელ ფაამალოსი ბარტლეის სძლია 10:0, ხოლო ბოლოს გერმანელ ლარს შაფლე დაამარცხა 7:2.

ნახევარფინალში გამყრელიძე ბულგარეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ რამაზანოვს გადაეყარა. სამწუხაროდ ვერ აჯობა – მძიმე ბრძოლაში 3:5 დამარცხდა და რეპეშაჟში გადავერთო.

შემდეგ ორი ორთაბრძოლა ჰქონდა მოსაგები და ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვა. ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველ გეორგი რუბაევს სძლია 9:2, ხოლო შემდეგ მეორე ბრინჯაოს მედალოსან – უკრაინელ ვასილი მიხაილოვს მოუგო 8:2 და ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ოლიმპიადის ოთხი საგზური აქვს. პარიზში იჭიდავებენ: გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (86), გივი მაჭარაშვილი (97), გენო პეტრიაშვილი (125).